“უუნარო მთავრობა,” “ოლიგარქო წადი”

"უუნარო მთავრობა," "ოლიგარქო წადი"“უუნარო მთავრობა,” “ოლიგარქო წადი” – ამ შინაარსის შეძახილებით ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს სოლოლაკში ბიძინა ივანიშვილის სახლთან.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აქციით რუსი მესაზღვრეების მიერ სოფელ ხურვალეთში საოკუპაციო ხაზის გადმოწევას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლება ვითარების გაკონტროლებას ვერ ახერხებს.

ხმაურიანი აქციის პარალელურად ივანიშვილის სახლთან მობილიზებულები არიან სამართალდამცველებიც. ისინი აქციის მონაწილეებს შენობასთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა სერგო რატიანმა რამდენიმე საათის წინ დაანონსა.

"უუნარო მთავრობა," "ოლიგარქო წადი"

 

banner
წინა სტატიაშიეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა-ეკა ბესელია
შემდეგი სტატიაველოსიპედების გამტაცებლებმა სადაზღვევო კომპანიები 10 მილიონი ევროთი “დასაჯეს”