უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ იოსებ გოგაშვილი დაინიშნა

უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისი მოადგილე იოსებ გოგაშვილი იქნება.

როგორც გომელაურმა შსს-ში ახალი მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრისას აღნიშნა, ის მუშაობას 9 აპრილის ქუჩაზე მდებარე, ძველ უშიშროების სამინისტროს შენობაში გააგრძელებს. ვახტან გომელაურმა გიორგი მღებრიშვილს შს მინისტრად დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ის წარმატებული მინისტრი იქნება.

“მინდა მივულოცო ბატონ გიორგის ამ თანამდებობაზე დანიშვნა. დარწმუნებული ვარ, რომ ის წარმატებული იქნება ისევე როგორც სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მან ბევრი გააკეთა. შს სამინისტროში 2012 წლიდან დაწყებულია რეფორმები. ეს, ჯერ ირაკლი ღარიბაშვილმა დაიწყო, შემდეგ ბატონმა ლექსომ გააგრძელა, მეც რა თქმა უნდა მივყვები ამ გეგმას. სიახლეები იქნება ასევე საპატრულო პოლიციაში. ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი წარმატებული მინისტრი იქნება”, – განაცხადა გომელაურმა

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს გაყოფის შემდეგ, შს ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გახდა, მისი ადგილი კი შსს-ში გიორგი მღებრიშვილმა დაიკავა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი შს მინისტრად მუშაობას შეუდგა
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი: დავით სერგეენკომ საარსებო შემწეობა 5000-ზე მეტ მრავალშვილიან ოჯახს მოუხსნა