,,უსაფრთხოების მიზნით პრევენციულ ღონისძიებას ვახორციელებთ და ხალხი გამოგვყავს”

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სვანიძის ქუჩიდან ადგილობრივი მოსახლეობისა და სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართული პირების გაყვანას წვიმის გამო უსაფრთხოების მიზეზს უკავშირებს.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათ გარისკვის უფლება არ აქვთ.
“1 კუბური მეტრი მიწაც რომ ჩამოიშალოს გზაზე, მოქალაქეები რეკავენ 112-ში. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით ვახორციელებთ პრევენციულ ღონისძიებას და გამოგვყავს ეს ხალხი. გარისკვის უფლება არ გვაქვს და არც უნდა გავრისკოთ. სათავესთან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სინოპტიკოსები და ისინი გვეუბნებიან, რომ შეიძლება იყოს პატარა, 10 %-იანი საფრთხე. ამის მიუხედავად ჩვენ არ ვრისკავთ”, – განაცხადა გომელაურმა.
თბილისში, სვანიძის ქუჩიდან წვიმის დაწყების შემდეგ, მოხალისეები, ჯარი და მოსახლეობის ნაწილი გაიყვანეს. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
სვანიძის ქუჩა ამჟამად მძიმე ტექნიკას აქვს გადაკეტილი.

banner
წინა სტატიაშიდედის დაჭრაში ეჭვმიტანილი პირი არასრულწლოვანია
შემდეგი სტატიასტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ პირებს ზოოპარკის ტერიტორია დაატოვებინეს