უსამა ბინ ლადენის შვილი ტერაქებისკენ მოუწოდებს

უსამა ბინ ლადენის შვილი ტერაქებისკენ მოუწოდებს

უსამა ბინ ლადენის შვილი ტერაქებისკენ მოუწოდებსტერორისტულმა ორგანიზაცია “ალ-ქაიდამ” უსამა ბინ ლადენის შვილის მიმართვა გაასაჯაროვა, რომელიც მათ ლონდონში ტერაქტებისკენ მოუწოდებს – ამის შესახებ “ტელეგრაფი” (The Telegraph) წერს.

ხამზა ბინ ლადენის აუდიო ჩანაწერი, რომელიც სავარაუდოდ 23-24 წლის არის, ტვიტერში გამოქვეყნდა, “ალ-ქაიდას” ყოფილი ლიდერის შვილი აშშ-სა და მათი მოკავშირეების წინააღმდეგ ჯიხადის დაწყებისკენ მოუწოდებს. სავარაუდო დარტყმების მიზნად ის ირჩევს ლონდონს, ვაშინგტოსნს, პარიზს, თელ-ავივს, ქაბულს, ბაღდად და ასევე ახსენებს ღაზას.

როგორც “ტელეგრაფი” წერს, შესაძლებელია ის მონაწილეობას იღებდა პაკისტანსა და ავღანეთში საომარ მოქმედებებში მაშინ, როცა 13 წლის იყო.

სად იმყოფება ახლა ხამზა ბინ ლადენი, არ არის ცნობილი. ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციით, ხამზაც მამასთან ერთად დაიხვრიტა. თუმცა, მოგვიანებით ცხადი გახდა, რომ ბინ ლადენის მეორე შვილი ხადელი იყო მოკლული. ამასთანავე, წერილები, რომელიც ბინ ლადენის შტაბში იქნა ნაპოვნი, მოწმობდნენ იმაზე, რომ ის უკანასკნელ მომენტამზე ხამზასთან კონტაქტში იყო.

უსამა ბინ ლადენი 1998 წლიდან ტერორისტების სიაში იყო. მისი ლიკვიდაცია 2011 წელს მოხდა.

banner
წინა სტატიაშითაიმ-სკვერზე ასობით წყვილმა მეზღვაურის და ექთნის კოცნა გაიმეორა
შემდეგი სტატიარუსეთში 8 კგ ლიტვური პომიდორი დაწვეს