“ურთმელიძე გახდა ზედსართავი სახელი, აღნიშნავს უსამართლობას, ყველაფერს ცუდს”

“ურთმელიძე გახდა ზედსართავი სახელი, ის აღნიშნავს უსამართლობას, დედის უარყოფას, ყველაფერს ცუდს,”- ასე გამოეხმაურა მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებას ნიკა გვარამია.

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ურთმელიძის გადაწყვეტილების მიუხედავად რუსთვი 2-ის წილებს ქიბარ ხალვაში ვერ გადაიფორმებს და ვერც რუსთავი 2-ის ქონების მართვას დაიწყებს.

“კომპანიისთვის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს არაფერს. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს დამატებითი მტკიცებულება და გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც რა თქმა უნდა უტყუარი განაჩენი იქნება სასამართლო სისტემისთვის იმიტომ, რომ შეუძლებელია ამ გადაწყვეტილების დასაბუთება. თავის მოკატუნებც კი შეუძლებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილებიდან გამომდინარე კომპანიისთვის ამ განაჩენმა ვერაფერი ვერ შეცვალა. სასამართლო სისტემა საქართველოში დასრულებულია. სამართლიანი მართლმსაჯულება სასამართლოში ერთი ზონდერ მოსამართლის ხელით დასრულდა. იყვნენ თუ არა ტყუილად პროცესზე ადვოკატები?-ლეგიტიმური კთხვაა. მე მაინც ვფიქრობ, რომ არა იმიტომ, რომ დეტალურად აღინუსხოს რა ხდებოდა პროცესზე რა არგუმენტები ჰქონდათ მხარეებს. ეს იყო სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა.
ამ გადაწყვეტილებას ნულოვანი სამართლებრივი შინაარსი და შედეგი აქვს, ეს გამოყენებული იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა რეჟიმმა დაასრულა საერთოდ სამართლიან სასამართლოზე საუბარი. ილუზიაც კი აღარ არსებობს.
დღეს სასამართლოს აღარ დარჩა არანაირი რეპუტაცია. თუ შეატყვეთ მოსამართლე ურთმელიძესთან დაკავშირებულ განცხადებებზე რაგირებებს აკეთებდნენ საქალაქო სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო, გამომდინარე იქიდან, რომ საქმე არ გვაქვს მოსამართლესთან ის არის დაქირავებული ზონდერი.

ჩვენ მივმართავთ ყველა გზას, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ არ მოხდეს იგივეს გამეორება. იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში ისედაც უმძიმეს ვითარებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას. ამ სისტემას აქვს შანსი თავი გადაირჩინოს. ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს. ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის პირები, რომლებიც ანგაჟირებულები არიან და კორუფციაში არიან ჩართულები, იმიტომ, რომ ეს გამოაშკარავებული იქნება რუსთავი 2-ის მიერ და ამას მილიონობით ადამინი ნახავს.

ნუ გაიხდით თავს დასაცინად. ნუ მიცემთ მოსამართლე ურთმელიძეს აწ უკვე თქვენი ხელით წლბის განმავლობაში ნაშენები სასამართლოს რეპუტაცია დაასამაროთ.

ურთმელიძე გახდა ზედსართავი სახელი, ის აღნიშნავს უსამართლობას, დედის უარყოფას, ყველაფერს ცუდს რაც არსებობს. ურთმელიძე ხო არა ხარ ასეთი მიმართვებია საზოგადოებაში. ნუ გახდებით ზედსართავი სახელები თქვენც. ძვირფასო სააპელაციო სასამართლოვ, ყველაფერი თქვენს ხელთაა,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღლონტი:ურთმელიძემ დღეს ოფიციალურად გააფორმა რუსული სპეც სამსახურების პირთა უკანონო ინიციატივა!
შემდეგი სტატია„ქართული მხრიდან მართული მოსამართლე მიიღებდა იმ გადაწვეტილებას, რაც უნდოდა ქართულ ოცნებას“