,,უპატრონო,, სენაკში მასშტაბური ქურდობა გრძელდება

IMG_7270გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეებში სენაკის რაიონის სოფლებში საქონლის ქურდობას, რომელმაც თავისი მასშტაბებით ,,ლეკიანობის,, დროინდელს გადააჭარბა, ქართულმა მედიამ არაერთი სტატია და სატელევიზიო სიუჟეტი მიუძღვნა… ამ თვალსაზრისით ,,გამორჩეული,, სიტუაცია სენაკის რაიონის სოფელ ეკში გახლდათ, სადაც გასულ ნოემბერს, 12 ოჯახს საძოვრიდან 30 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი მოპარეს… ისე, რომ ზოგიერთმა ოჯახმა 4-5 სული საქონელი დაკარგა და ულუკმაპუროდ დარჩა… მთლიანობაში კი ამ სოფელს ბოლო წლინახევრის მანძილზე 100 სულზე მეტი საქონელი მოპარეს...
IMG_7610სოფელ ეკის მოსახლეობამ ნოემბრის თვეშივე საპროტესტო აქციები დაიწყო… ჩატარდა რამდენიმე საპროტესტო შეკრება სოფელში, სადაც დაზარალებულმო მოსახლეობამ მიმართვა გაუგზავნა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, შსს მინისტრს ალექსანდრე ჭიკაიძეს, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს… დეკემბრის თვეში კი ეკელთა დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვია სადაც ყველა ფრაქციის წარმომადგენლებს შეხვდნენ და თავიანთი პრობლემები, როგორც წერილობით, ასევე სიტყვიერად გააცნეს… მოსახლეობა ყველა თანამდებობის პირთან და მედიასაშუალებებთან აღნიშნავდა, რომ ქურდებს პოლიციაში ყავდათ ხელშემწყობები და მოითხოვდნენ სენაკის პოლიციაში ცვლილებებს…
IMG_7629მიუხედავად უმაღლესი თანამდებობის პირების, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმის კურსში ჩაყენებისა და მათგან დახმარების პირობის მიღებისა, უკვე ოთხი თვეა რაც პოლიციას არც ერთი დაკარგული საქონლის ასავალ-დასავალი არ გაურკვევია და არც ერთი დამნაშავე არ გამოუვლენია, არც ერთი დაზარალებულისთვის დამაკმაყოფილებელი პასუხი არ გაუციათ… თითქოს ამდენი პირუტყვი ,,ცამ ჩაყლაპა,, … სენაკის პოლიციას ვერ უშველა ვერც ახალი მინისტრის დანიშვნამ და ოთხი თვის თავზე ეკში ,,ლეკიანობა,, ისევ განახლდა…
მარტის მიწურულს, სოფელ ეკის სამ ოჯახს საძოვრიდან ცხრა სული კამეჩი მოპარეს…
ეკელმა გელა თათარიშვილმა, მურად ჩხეტიამ და დათო ხუნწარიამ, შესაბამისად ხუთი, სამი და ერთი სული კამეჩი დაკარგა...
10401357_898420036844610_1346680021658877900_nმიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულებმა ადგილობრივი პოლიცია საქმის კურსში ჩააყენეს… დღემდი ქურდობის მუხლით საქმე არ აღუძრავთ და დაზარალებულებს არწმუნებენ, რომ მათი საქონელი მოპარული კი არა დაკარგულია… დაზარალებულთა განცხადებით, მათ კვირაზე მეტია, ვითომდა სხვა სოფლებში აღმოჩენილი უპატრონო საქონლის ამოსაცნობად, უსაგნოდ დაატარებენ… პოლიციას ყველა ღონეს ხმარობს, რომ საქონელი დროებით დაკარგულად და არა მოპარულად ჩაითვალოს და საქმე არ აღიძრას… რასაც ამ წლების მანძილზე წარმატებით ანხორციელებდნენ… თუმცა ნოემბერში დაკარგული საქონელი, უკვე ვერანაირად ჩაითვლება დროებით დაკარგულად… ისინი სამუდამოდ დაკარგულები არიან და თუ სად დაიკარგნენ… ამაზე პასუხი სენაკის პოლიციას დღემდე არააქვს.
aaსოფელ ეკის დაზარალებული მოსახლეობა, ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ სადღესასწაულო დღეების გასვლისთანავე გააგრძელებენ პროტესტს და აპირებენ პირადად მიმართონ საქართველოს პარლამენტს და ახალ შსს მინისტრს, რადგან ,,უპატრონო,, სენაკის ხელმძღვანელობისა და პოლიციის იმედი, დიდი ხანია არააქვთ.
,,თაიმერის,, ინფორმაციით, მსგავსი სიტუაციაა სენაკის კიდევ ერთ სოფელ ლეძაძამეში, სადაც ასევე ნოემბერში დიდი რაოდენობით საქონელი დაიკარგა.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

banner
წინა სტატიაშირატომ ვერ ახერხებს შალვა აბულაძის ადვოკატი დაკავებულთან შესვლას?
შემდეგი სტატიააშშ-ს მოსკოვში 9 მაისის მარშზე ამერიკის ელჩი რუსეთში ჯონ ტეფტი წარადგენს