უნდობლობის პროცესის დაყწებას სჭირდება 60 ხმა ჩვენ ამას მივაღწევთ

უნდობლობის პროცესის დაყწებას სჭირდება 60 ხმა ჩვენ ამას მივაღწევთ

მიმდინარე კვირაში "ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივით სამი ანტიკორუფციული კომიტეტი ამოქმედდება, - ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გოკა გაბაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ანტიკორუფციული კომიტეტები ამოქმედდება თბილისში, კერძოდ, გლდანში, სენაკსა და გურჯაანში. გაბაშვილის თქმით, კომიტეტები ადგილობრივ კორუმპირებულ ჩინოვნიკებს ამხელს. "მიმდინარეობს ხალხის ფულის მასობრივი ხერხვა ბიუჯეტიდან. ეს არა მხოლოდ თბილისური ჯოტია ბოდოკიას ისტორიაა, არამედ მთელს საქართველოში ასობით ჯოკია ბოდოკია მოქმედებს და ხალხის ფულს იპარავს, რის შესახებაც ხალხს ინფორმაციას მივაწოდებთ", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა. ანტიკორუფციული კომიტეტის სამომავლო მუშაობაზე ისაუბრა "ნაციონალების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, აკაკი მინაშვილმა. მისი თქმით, პირველ ეტაპზე კომიტეტები შეიქმნება სენაკში, თბილისსა და გურჯაანში, ხოლო სამომავლოდ სხვა რეგიონებშიც იგეგმება კომიტეტების შექმნა. "ეს აქტივობა საბოლოოდ დასრულდება იმით, რომ დღევანდელ მთავრობას მოუწევს სახლში წასვლა. ორი წელია ამ ადამიანებს არ აწუხებთ მოქალაქეები და ზრუნავენ მხოლოდ საკუთარ ჯიბეზე", - განაცხადა მინაშვილმა.„უნდობლობის პროცესის დაყწებას სჭირდება 60 ხმა. ამიტომ ჩვენ ვიწყებთ უკვე… კონკრეტულად ნაბიჯებს ვდგამთ იმისათვის, რომ პარლამენტარებმა, მინიმუმ 60, პირველ ეტაპზე ხელი მოაწეროს ამ გადაწყვეტილებას– ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართული პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ “ნაციონალების” ერთ-ერთმა ლიდერმა აკო მინაშვილმა განაცხადა. მთავარი ბერკეტი არის სწორედ იმ ადამიანების ნება, საქართველოს მოქალაქეების მტკიცე ნება, რომ ამ ხელისუფლებამ, საქართველო და მისი მოქალაქეები მოატყუა და შეცდომაში შეიყვანა.“

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ის, თუ როგორ უნდა მოახერხოს ოპოზიციამ მთავრობის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის წევრები კოლეგა დეპუტატებთან შეხვედრებს გამართავენ და იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ ისაუბრებენ.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის გადადგომის მიმართულებით “ნაციონალურ მოძრაობას” მკაფიო გეგმა გააჩნია
შემდეგი სტატიაპარლამენტი მთავრობას ვერ დაავალებს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე დასწრებას