უნგრელები პუტინის ვიზიტს აპროტესტებენ

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)გუშინ საღამოს, ბუდაპეშტში მრავალათასიანი მიტინგი გაიმართა, რომლის მონაწილეებმა უნგრეთში ხვალ დაგეგმილი პუტინის ვიზიტი და  პრემიერ ვიქტორ ორბანის პოლიტიკა გააპროტესტეს.

მანიფესტაციაზე ერთიანი პლატფორმით გამოსული უნგრელების  მიზანი იყო ეჩვენებინა მსოფლიო თანამეგობრობისთვის, რომ ამ აქციით ისინი ადასტურებენ უნგრეთის დასავლეთისადმი კუთვნილებას და აპროტესტებენ ვიქტორ ორბანის პრორუსულ პოლიტიკას. მიტინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ უნგრეთი ორბანის ხელმძღვანელობით, დღითიდღე შორდება ევროპას და უახლოვდება რუსეთს. მოითხოვეს, რომ ვიზიტის მსვლელობისას არანაირ ხელშეკრულებაზე არ იქნას ხელმოწერილი, მათ შორის არც ატომური ელექტროსადგურების სიმძლავრეთა გაზრდაზე.

უნგრელებმა მანიფესტაციაზე, უნგრეთის დროშებთან ერთად უკრაინის და ევროკავშირის დროშები გამოფინეს… მანიფესტასნტები  ,,არა პუტინურ ლიბერალ-დემოკრატიას,, და ,,ჩვენ კოლონი კვლავ არ გავხდებით,, ლოზუნგებს სკანდირებდნენ.

banner
წინა სტატიაშიუმრავლესობა გვენეტაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით დამატებით კონსულტაციებს გამართავს
შემდეგი სტატიაგიორგი ცაგარეიშვილი: ეს კრიტერიუმი იყო აბსოლუტურად გაუგებარი