უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო წვრთნებს იწყებს

უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო წვრთნებს იწყებს

უნგრეთი მიგრანტების წინააღმდეგ სამხედრო წვრთნებს იწყებსუნგრეთის არმიამ სამხედრო სწავლებები დაიწყო ქვეყანაში მომავალში საზღვრების შესაძლო დასაცავად. ბუდაპაშტი ჯარისკაცების გადასროლას საზღვრებზე პოლიციის დახმარებით აპირებს, საიდანაც ათასობით სირიელი მიგრანტი შემოდის ქვეყნის ტერიტორიაზე.

დეპუტატები სავარაუდოდ, კენჭს უყრიან მიგრანტების მიღების გამკაცრების პოლიტიკას.
უნგრეთი საზღვარზე უკვე აშენებს მეტალის კონსტრუქციებს. “ეს ჩვენი მოვალეობაა, რომ ვიცოდეთ, რომ ქვეყანა უსაფრთხოდ არის” – განაცხადა გენერალმა ტიბორ ბენკომ.
უნგრეთმა განცხადება გააკეთა, რომ საზღვარს დაიცავს ისე, რომ არავის შემოუშვებს.
ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ჩაბა გენდე ორშაბათს, სხდომის შემდეგ მიგრაციის კუთხით ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო გადადგა.
“ლტოლვილების დახმარება, რომლებიც ომს და დევნას გამოექცნენ, მორალური და ადამიანური ვალია” – განაცხადა ევროკომისარმა ჟან-კლოდ იუნკერმა.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია ბათუმში-სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდის ნათესავები დააკავეს
შემდეგი სტატიაწყალდიდობა იაპონიაში: 90 ათასზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია