უმცირესობა პარლამენტში კომიტეტების თავმჯდომარეების არჩევაში მონაწილეობას არ აპირებს

parlamenti

პარლამენტში კომიტეტების თავმჯომარეების თანამდებობები მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც თავისუფალი დემოკრატების წევრებმა პოსტები დატოვეს. ვაკანტურ თანამდებობებზე ოთხი კომიტეტის თავმჯდომარეები პლენარულ სხდომაზე დღეს უნდა აირჩიონ. როგორც ცნობილია, უმრავლეობაში თანხმობა ყველა კანდიდატზეა მიღწეული.

კომიტეტების თავმჯდომარეების შერჩევაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის წევრები.

გიგი წერეთლის შეფასებით, ქვეყანაში ბევრად მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, ვიდრე თანამდებობების გადანაწილება.

ქართული ოცნების წარმომადგენელი იმედოვნებს, რომ დასახელებული კანდიდატები სათანადოდ შეასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. თუმცა გედევან ფოფხაძე, კომიტეტების ყოფილი თავმჯდომარეების – გიორგი ცაგარეიშვილის და ვიქტორ დოლიძის მუშაობითაც კმაყოფილია, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით რადიკალურ ცვლილებებს არ ელოდება.

კოლეგების მხარდაჭერის იმედი აქვს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატს.

თემურ ჭკუასელის თქმით, მას ძირითად ქვეყნებში, სადაც ქართული დიასპორაა წარმოდგენილია, უკვე თბილი ურთიერთობა აქვს ჩამოყალიბებული და მათ პრობლემებს კარგად იცნობს. დამტკიცების შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატი მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.

ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეობის კანდიდატად თინა ხიდაშელია წარდგენილი, თამაზ მეჭიაური საფინანსო-საბიუჯეტოს, გია ჟორჟოლიანი – გარემოს დაცვის, თემურ ჭკუასელი კი დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ დასახელდნენ.

banner
წინა სტატიაშიმინდია ჯანელიძე: რეგიონში მშვიდობა აუცილებელი წინაპირობაა ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის
შემდეგი სტატიაე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბაჩო ახალაია სასამართლომ გაათავისუფლა