უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თანამდებობაზე ზვიად კვაჭანტირაძე დასახელდა

კოალიცია ქართული ოცნების გაფართოებულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერად ზვიად კვაჭანტირაძე წარადგინეს.

კვაჭანტირაძე უმრავლესობის ლიდერის პოსტს უმრავლესობის შეხვედრის შემდეგ დაიკავებს.

როგორც ქართული ოცნების ლიდერებმა გაანცხადეს, კვაჭანტირაძესთან ერთად რამდენიმე სხვა კანდიდატურაც განიხილებოდა, მათ შორის იყვნენ გია ვოლსკი და ივანე კიღურაძე. თუმცა ხმათა უმრავლესობა ზვიად კვაჭანტირაძემ მოიპოვა.

მმართველი გუნდის გაფართოებულ სხდომას პრემიერი და ვიცეპრემიერიც ესწრებოდნენ. თუმცა მათ შეხვედრა კომენტარის გარეშე დატოვეს.

banner
წინა სტატიაში“პირად კონტროლზე მყავს აყვანილი ეს საქმე”- ბადაშვილის პირველი კომენტარი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ქიბარ ხალვაშს ჰკითხეთ, რატომ იყო საქართველოში ჩამოსული აზერბაიჯანის გავლით და ვის შეხვდა