უმრავლესობა უზენაესი სასამართლოს კანდიდატის დროულად დასახელებას მოითხოვს

ჯერჯერობით უცნობია, ვის დაასახელებს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატად, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა მზადაა მომავალი თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელებისთანავე გიორგი მარგველაშვილთან კონსულტაციები კვლავ გამართოს.

მმართველი გუნდი ამბობს, რომ საჭიროა დეპუტატებს დრო შიდა კონსულტაციებისთვისაც ჰქონდეთ და კანდიდატი დროულად დასახელდეს.

„სასურველია, რომ პარლამენტი არ აღმოვჩნდეთ ცაიტნოტში და ჩვენც გვქონდეს საკმარისი დრო იმისათვის, რომ გავმართოთ შიდა კონსულტაციები და მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც უზრუნველყოფს იმ ამოცანების გადაჭრას, რომელიც სასამართლო ხელისუფლების წინაშე დგას,” – განაცხადა უმრავლესობის დეპუტატმა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიუგულავას საქმეზე ბრალდება წერილობით მტკიცებულებებს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაშსს მეხანძრეების სამსახურიდან დათხოვნის მიზეზებს განმარტავს