უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატს არ წარუდგენს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატს უმრავლესობა პრეზიდენტს არ წარუდგენს.

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის თქმით, შესაბამისი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.

„შეიძლება, ფიქრობენ, რომ ჩვენ პოლიტიკური ნიშნით შევეცდებოდით კანდიდატურის შერჩევას, მაგრამ უმრავლესობა კანდიდატურას არ დავასახელებთ. ალბათ, ეს სწორია იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი გადასაწყვეტია და არ იქნება მართებული, რომ ჩვენ მივცეთ მას კანდიდატურა,“ – განაცხადა დავით საგანელიძემ.

პრეზიდენტის წინადადება კანდიდატის შეთავაზებასთან დაკავშირებით მისაღებია „თავისუფალი დემოკრატებისთვის“.

პარტიის წევრი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ამ საკითხზე პარტიაში არ უმსჯელიათ. თუმცა, არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პოზიციების შეჩერება მოხდეს.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, პარტიის წევრი, სერგო რატიანი, ამბობს, რომ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია კანდიდატის პოლიტიკური გავლენებისგან დამოუკიდებლობა და მისი კვალიფიკაციისა და პროფესიონალიზმის საერთაშორისო დონეზე დადასტურებაა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი აღარ არის ბიძინა ივანიშვილის ფავოროტი