უმრავლესობა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს

უმრავლესობა პარლამენტში თავისუფალი დემოკრატების მოთხოვნას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით მხარს არ დაუჭერს.

ამის შესახე ჟურნალისტებს კოალიცია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, გია ვოლსკიმ, განუცხადა.

ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ ალასანიას გუნდის მოთხოვნას “საქმიანი საფუძველი არ გააჩნია და მას პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს”.

“არამგონია, ამას საქმიანი საფუძველი ჰქონდეს. მას უფრო პოლიტიკური სკანდალის ფორმა აქვს. სავარაუდოდ დროებითი კომისიის შექმნას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. ყოველ შემთხვევაში ჩემი ფრაქცია წინააღმდეგი იქნება,” – განაცხადა ვოლსკიმ.

თავისუფალმა დემოკრატებმა საჰაერო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მემორანდუმის საკითხზე დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნას გუშინ მოითხოვეს.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: მთავრობის წევრები ვალდებული იყვნენ მუხათგვერდში დაკრძალვაზე ყოფილიყვნენ
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა – ვაკეში ოჯახს ავტომობილი დაეჯახა