“უმრავლესობა იმისთვისაა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური მოტივების მიუხედავად, იყოს შემძლე, გახსნას სხდომა”

“უმრავლესობა იმისთვისაა უმრავლესობა, რომ ოპოზიციის პოლიტიკური მოტივების მიუხედავად, იყოს შემძლე, გახსნას სხდომა,” -ამის შესახებ ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.

უმრავლესობაში ადასტურებენ, რომ მათი ფრაქციის ზოგიერთი წევრი არ ესწრებოდა სხდომას, თუმცა ეს საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

“არცერთი ადამიანი არ არის არასაპატიო მიზეზით გასული, თუნდაც ჩვენი ფრაქციიდან,”-განაცხადა ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე გია ვოლსკიმ.

პარლამენტის დღევანდელი სხდომა ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში რეგისტრაცია არ გაიარა კვორუმისთვის საკმარისი დეპუტატების რაოდენობამ. 76 დეპუტატის შესაგროვებლად ქართული ოცნების წევრების გარდა საჭირო იყო უმცირესობის წარმომადგენლების რეგისტრაციაც, მაგრამ ნაციონალებმა პროცედურაში მონაწილეობა არ მიიღეს.

რეგისტრაციის სამჯერ უშედეგოდ ჩატარების შემდეგ დავით უსუფაშვილმა დღევანდელი სხდომა ჩაშლილად გამოაცხადა.

banner
წინა სტატიაშისაკადრო ცვლილებებს თავდაცვის უწყება ადასტურებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: სახელმწიფო მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემებზე