“უმრავლესობას წინასწარ არანაირი პოზიცია არ აქვს ჩამოყალიბებული რომელიმე კანდიდატის მიმართ”

„ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ და მხოლოდ ილუზია-ეკა ბესელია

ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორია გვეუბნება, რომ როდესაც მთავრობა ერთი ადგილის ტკეპნას იწყებს და გრძნობს ხალხის ზურგშექცევას, იგონებს მტრის ხატებს და მათ აბრალებს ყველაფერსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის ეკა ბესელიას განცხადებით, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ წარადგინა კანდიდატი, მისი თქმით, მთავარია, კანდიდატი კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს.

“უმრავლესობას წინასწარ არ აქვს არანაირი პოზიცია ჩამოყალიბებული რომელიმე კანდიდატის მიმართ. ჩვენთვის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ხმის მიცემის დროს არ იქნება ის თუ ვინ წარადგინა კანდიდატი, ჩვენ ხმა კანდიდატს ვაძლევთ და არა მის წარმდგენს. ჩვენ კანდიდატები არ შეგვითავაზებია პრეზიდენტისთვის, ჩვენ შევთავაზეთ კრიტერიუმები და ამ კრიტერიუმების დაცვით ველოდებით საბოლოოდ კანდიდატების წარმოდგენას და შემდეგ შეჯერდება პოზიციები”,-განაცხადა ბესელიამ

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად თსუ-ის ლექტორი ირაკლი ბურდული, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, საია-ს ყოფილი ხელმძღვანელი ანა დოლიძე და “თავისუფალი დემოკრატების” წევრი შალვა შავგულიძე არიან წარდგენილი.

თავმჯდომარის კანდიდატურები საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უნდა წარუდგინოს.

banner
წინა სტატიაშიხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.0307 ლარად იქნება შესაძლებელი
შემდეგი სტატიადავით ნარმანია ქალაქ პორტოს მერს შეხვდა