ულტიმატუმი!!!

რუსი ჯარისკაცის მიერ დაჭრილი 6 თვის სერიოჟა ავეტისიანი დაიღუპა

სომხეთის ქალაქ გიუმრიში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პროკურატურას ვადა 5 საათამდე მისცეს. ისინი მკვლელობაში ეჭვმიტანილი რუსი ჯარისკაცის გადაცემას მოითხოვენ.

ვალერი პერმიაკოვს დღეს სომეხი გამომძიებლები დაკითხავენ. ირკვევა, რომ დანაშაულზე სომხეთის სამართალდამცველ ორგანოებს საგამოძიებო ღონისძიებები არ ჩაუტარებიათ და ისინი ეჭვმიტანილს დღეს პირველად შეხვდებიან.

პარალელურად, სომხეთის გენერალური პროკურორი მოსახლეობას ჰპირდება, რომ რუსი ჯარისკაცის გადაცემის თაობაზე აუცილებლად მიმართავს თავის კოლეგას.

ვალერი პერმიაკოვი 6 ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამ დანაშაულის გამო სომხეთში მეოთხე დღეა აქციები იმართება.

banner
წინა სტატიაში,,ფეშმერგა,, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაის კვოტები, რომელიც უმრავლესობისაა, ბუნებრივია, უნდა ჰქონდეს უმრავლესობას–დავით საგანელიძე