უკრაინის ფრონტზე ქართული ,,იბერია,, ძლიერდება

11355385_477746002389595_57246099_n,,თაიმერი,, უკრაინის შეიარაღებული ძალების ბატალიონ ,,დონბას უკრაინას,, ქართული ასეულ ,,იბერიას,, მეთაურს ვიცე-პოლკოვნიკ დავით მარტიაშვილს დაუკავშირდა და ასეულის ჩამოყალიბების პროცესზე კომენტარი თხოვა…
11291877_477752462388949_1563910797_n-რა მდგომარეობაში ქართული ასეულის ჩამოყალიბების პროცესი… რა სიძნელეები გაქთ და რა ხელშემწყობი ფაქტორები?
-ასეული ,,იბერიას,, შექმნა როგორც იცით სიმბოლურად ქართული არმიის 24 წლის იუბილეს დაემთხვა… პატრიოტები მინდა გავახარო და მტრებს იმედი გავუცრუო (არა მარტო გარე მტრებს) იმით რომ ასეული ყალიბდება და ყოველ დრიურად სამხედრო შენაერთის სახეს იღებს უკიდურესად რთულ პირობებში. სიძნელეებზე საუბრისას ავღნიშნავდი იმას რაც საიდუმლო არავისთვისაა… ეს ქვეყანა რუსეთის მხრიდან აგრესიას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა… ფაქტიურად ქვეყანას არმია ქაღალდებზე ყავდა და რომ არა მოხალისეები და პატრიოტი უბრალო მოქალაქეები, ძნელია იმის თქმა, რომ უკრაინა თავის სახელმწიფოებრიობას შეინარჩუნებდა… ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ ეგრეთ წოდებულ ატოს (ანტი ტერორისტული ოპერაცია რედ.), სინამდვილეში სრულიად სამართლიანად სახალხო ომი ონდა ეწოდებოდეს… რადგანაც 1 წელიწადია ომი მიმდინარეობს და არმიის ზურგისა და მედიცინის სამსახურების ფუნქციებს ასრულებს ხალხი. შარშან ხალხის დამსახურებით, ამ მხრივ პრობლემები არ არსებობდა… მაგრამ წელს დაეტყო ხალხს, რომ ის თავსი ბოლო ლუკმას აძლევს ჯარს და შექმნილია რთული სიტუაცია.  ამ ფონზე ჩვენ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდით… ანუ ვინმე ადგილობრივს თუ ნათესავები, მეზობლები, თანასოფლელები, კლასელები თუ სხვა… ჩააცმევს და აღჭურვავს… ჩვენ არავინ. ხოლო ხელის შემწყობი ფაქტორებია ჩვენი რწმენა იმისა რასაც ვაკეთებთ, ნებისყოფა, ძალა და მცირე კონტაქტები, რაც ამ დროის მანძილზე გაგვიჩნდა ამიტომ სირთულეებით, მაგრამ მყარათ მივიწევთ წინ.
11272154_477752529055609_1100508058_n-გამოდის რომ უკრაინის სახელმწიფო მარტო იარაღს და სიკვდილის უფლებას გაძლევთ?
-ეს ჩვენი არჩევანია. ამაში არც ფულს გვიხდიან და არც არავის სპეციალურად არ მოუწვევივართ. სამწუხაროდ ეს მწარე რეალობაა, მაგრამ საბედნიეროდ ამ რეალობაში ჩვენ ყველამ ერთად ვინც აქ ვიბრძვით, შევძელით და ეს ჯოჯოხეთის მანქანა შევაჩერეთ. დღეს ნებისმიერი ექსპერტიც კი ამას ადასტურებს, რომ პუტინის პირვანდელი გეგმები ჩაშლილია და უკრაინამ სახელმწიფოებრიობა შეინარჩუნა… ხოლო ჩვენ ვალს ვაბრუნებთ, იმ ვალს რომლის დაბრუნება აუცილებელი იყო და დღევანდელ საქართველოში ზოგიერთი გარეწარი მასხარად იგდებს ამ მოქმედებას.
11297770_477775485719980_847367337_n-უკრაინაში მებრძოლი სხვა ბატალიონიდან ხომ არ გადმოსულან ქართველები ,,იბერიაში,, ?
-არა არ გადმოსულან… და ეს ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ომია და ხალხი ერთმანეთის ,,იარაღით ძმები,, გახდენ… მაგრამ ჩვენთან მოდის ახალი ძალა, შერჩევის კრიტერიუმები მკაცრია და აქცენტი გვაქვს აღებული არა რაოდენობაზე არამედ ხარისხზე.
-თქვენ ადრე მზადყოფნა გამოაცხადეთ, რომ საქართველოდან ქართველ მებრძოლებს მიიღებდით ბატალიონში…?
-ზუსტად ამას ვგულისხმობდი როდესაც ვთქვი რომ ჩვენთან ძირითადად ახალი ძალა მოვიდა… მაგრამ ეს არ მომხდარა მოწოდების საფუძველზე.
-მიუხედავად იმისა რომ ბატალიონში გამოცდილი მებრძოლები ხართ… ,,იბერიას,, როგორც ქართულ ასეულს, საბრძოლო ნათლობა რამდენადაც ვიცი ჯერ არ მიუღია… როდის აპირებთ?
-ალბათ გეცოდინებათ რომ იბერია ცალკეული ასეული არ არის… ის ბატალიონ ,,დონბას უკრაინას,, შემადგენლობაშია, რომელიც ამ ეტაპზე აქტიურ ჩამოყალიბების პროცესშია. ამ პროცესს ბიძგი მისცა, გახსოვთ ალბათ, ბატალიონ ,,დონბასში,, სემიონ სემიონჩენკოსთან (უკრაინის რადას დეპუტატი ბატალიონ ,,დონბასის,, მეთაური რედ.) პირადი შემადგენლობის დაპირისპირებამ. ჩვენს ქართულ ასეულს, როგორც ეთნიკურ სამხედრო შენაერთს, ჯერ ბრძოლაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ თვითონ ასეულშია მრავალი ბრძოლა გამოვლილი და სამხედრო გამოცდილების მქონე ოფიცერი, რომლებიც აქტიურად ღებულობენ მონაწილეობას ბატალიონის წვრთნაში… ანუ თან ვყალიბდებით და თან ვწვრთნით მოიერიშე ასეულებსა და სნაიპერებს… ხოლო ბრძოლაში ბატალიონ ,,დონბას უკრაინასთან,, ერთად შევალთ.

11296381_477779099052952_797942407_oინტერვიუს ბოლოს ქართული ასეულის მეთაურმა ვიცე-პოლკოვნიკმა დავით მარტიაშვილმა, ქართველი ჯარისკაცის მიერ მისთვის მიწერილი წერილი გადმოგვიგზავნა და მკითხველთან ერთი თხოვნაც დაგვაბარა: ,,საქართველოში რაღაც მოძრაობები შეინიშნება, ვითომ და ჩვენი დახმარების მიზნით… ამიტომ გთხოვთ, რომ ფრთხილათ იყავით, რომ თაღლითებს არ გამოაყენებინონ ჩვენი სახელი. ჩვენ არავინ არ გვეხმარება და არც არავინ არ დაგვხმარებია საქართველოდან. ნებისმიერი ჩვენთან შეუთანხმებელი და გადაუმოწმებელი მოქმედება იქნება თაღლითობა და გთხოვთ, რომ ნუ წააბილწინებთ თაღლითებს ჩვენს სახელს!,,

ესაუბრა კახაბერ ადამია

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიირლანდია: ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდა
შემდეგი სტატია“რუსეთის მხრიდან საქართველოსთან სავიზო მიმოსვლის გაუქმება – ლარის კურსს გაამყარებს”– ჯუმბერ კირვალიძე