“უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა,”- ვასილ ციბენკო

“უკრაინის სუვერენული უფლებაა მიხეილ სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა,” ეს განცხადება უკრაინის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. ვასილ ციბენკოს განცხადებით რუსეთს სურს საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების გაფუჭება, მაგრამ როგორც ელჩი აღნიშნავს, მათ ეს არ გამოუვათ.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან გამოსული უკრაინის ელჩი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტზე უკრაინაში ამ დრომდე მიმდინარეობს მუშაობა და ის ახლო მომავალში შედგება.

განცხადებები უკრაინის ელჩმა საქართველოში საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. ციბენკომ თამარ ბერუჩაშვილის უწყებას მიხეილ საააკშვილის უკრაინაში თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, რომ პირველმა ქართველმა დიპლომატმა უკრაინის ელჩი განმარტებებისთვის გუშინ დაიბარა.

banner
წინა სტატიაშიდებალცევოს დაბომბვით აღტაცებული  ჟურნალისტები – ვიდეო
შემდეგი სტატიაალექსი პეტრიაშვილი – დღეს სახეზე გვაქვს “ნაციონალური ოცნება”