უკრაინის საგარეო უწყება: ორჭოსანში შეჭრა რუსეთის მხრიდან რეგიონში მცოცავ ანექსიას ადასტურებს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის ვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის ე.წ. შეთანხმების „მოკავშირეობა და ინტეგრაცია“ რატიფიკაციის შესახებ განცხადება გააკეთა.

უკრაინა მკაცრად გმობს რუსეთის მრიდან ე.წ. შეთანხმების „მოკავშირეობა და ინტეგრაცია“ რატიფიკაციას სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკასთან და აღნიშნულ ნაბიჯს აფასებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო სამართლის მორიგ უხეშ დარღვევად.
“წითელუბანისა და ორჭოსანის დასახლებულ პუნქტებთან მიმდებარე ტერიტორიებზე შეჭრა რაც ამჟამად ხდება, ადასტურებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან რეგიონში მცოცავი აგრესიის ფაქტს.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დარღვევა, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის ანექსია და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე აგრესია ანადგურებენ მსოფლიო უსაფრთხოების თანამედროვე სისტემას.

უკრაინა გმობს რუსეთის მხრიდან ამგვარ მიზანმიმართულ ქმედებებს და მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიის საწინააღმდეგოდ კონსოლიდაციისკენ”, – ნათქვამია უკრაინის საგარეო უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიირმა ნადირაშვილი : გორის მერს გორელები პომიდვრების ქურდს ეძახიან
შემდეგი სტატია“რუსეთმა შესაძლოა ნავთობსადენი გადაჭრას”-აშშ-ს ყოფილი ელჩი ნატოში საოკუპაციო ზოლის გადმოწევაზე საუბრობს