უკრაინის რადამ დონბასის ცალკეული რაიონებისთვის განსაკუთრებული წესის შესახებ კანონში ცვლილება მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ცალკეულ რაიონებში ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებულ წესთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები შეიტანა. “ლიგა.ნეტ”-ის ინფორმაციით, ამ რეგიონებში განსაკუთრებული წესი იქ უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად რიგგარეშე არჩევნების შემდეგ ამოქმედდება.
ცვლილებებით გათვალისწინებულია არჩევნებში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობა და არჩევნებს რომ წინააღმდეგობა არ შეექმნას, ტერიტორიიდან ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების, სამხედრო ტექნიკისა და “ბოევიკების” და დაქირავებულების გაყვანა უნდა მოხდეს.
დღესვე რადამ მიიღო დადგენილების პროექტი დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეული სოფლების, დასახლებების, ქალაქებისა და რაიონების შესახებ, რომლის თანახმადაც ისინი დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოცხადდა.

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქო ნიკორწმინდელი მიტროპოლიტის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია,,ისტორიამ ჩვენ ძმებად ჩაგვწერა,, ტაიპ ერდოგანი