უკრაინის პრეზიდენტს მეუღლე 23 თებერვალს არ მიულოცავს

უკრაინის პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ მოსახლეობას მოუწოდა 23 თებერვლის „მრავალწლიანი ჩვევაზე“ უარის თქმისკენ.
ამის შეასახებ უკრაინის ლიდერმა საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე დაწერა.

„თქვენ იცით, რომ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით სამშობლოს დაცვის დღე არ არის 23 თებერვალი. ჩვენ ამისთვის წმინდა მარიამის დღე 14 ოქტომბერი ავირჩიეთ. ჩვენი კაზაკური დღესასწაული. მესმის, რომ ინერციის ძალით, მრავალწლიანი ჩვევით ქალბატობები 23 თებერვალს მიულოცავენ საკუთარ მეუღლეებს. ყველა თავისუფალია არჩევანის გაკეთებაში, მაგრამ სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური დატვირთვა 23 თებერვალს სამუდამოდ დაკარგული აქვს“ – დაწერა პრეზიდენტმა.

მას ასევე დაამატა, რომ მისი მეუღლე მას 23 თებერვალს არ მიულოცავს და ყველას მოუწოდა მისგან აიღონ მაგალითი.

banner
წინა სტატიაშიჟენევაში ირანთან ბირთვული მოლაპარაკებები იწყება
შემდეგი სტატიაალონსო მძიმე ავარიაში მოხვდა