უკრაინის ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს

მაშველებმა მარიამ ქუთელიას ცხედარი იპოვეს

ოდესის „ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერმა ნიკოლაი სკორიკმა ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და ოდესის ახლანდელი მერი გენადი ტრუხანოვი არჩევნების შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა.

„ოპოზიციური ბლოკის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ხმების დათვლა გაყალბებით მიმდინარეობს და ხელისუფლება ეგზიტპოლების შედეგებს საზოგადოებრივი აზრის სამართავად იყენებს.

25 ოქტომბერს უკრაინაში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. ეგზიტპოლების შედეგებით, ოდესაში ახლანდელი მერი გენადი ტრუხანოვი ლიდერობს ხმების 53%-ით, ხოლო მეორე ადგილს 29%-ით, ოდესის ოლქის გუბერნატორის მრჩეველი ალექსანდრე ბოროვიკი იკავებს.

გენადი ტრუხანოვი თვლის, რომ განმეორებითი ტური არ ჩატარდება. ეგზიტპოლების შედეგებით, „ოპოზიციური ბლოკის“ წარმომადგენლები ვერც ქალაქის საბჭოში ხვდებიან. ბლოკის წარმომადგენელმა ალექსანდრ პუზანოვმა განაცხადა, რომ ხმების დათვლა სამართლიანად არ მიმდინარეობს და სინამდვილეში, ოპოზიციამ 5,7% მიიღო.

„ოდესის ხელისუფლებამ. მერმა და გუბერნატორმა მოილაპარაკეს, თუ როგორი უნდა იყოს არჩევნების შედეგები და ახლა სწორედ შედეგების გაყალბება ხდება ქალაქის მასშტაბით. „ოპოზიციური ბლოკი“ როგორც ოლქის, ისე ოდესის მასშტაბით ლიდერობს, თუმცა ხელისუფლება ეგზიტპოლების შედეგებს საზოგადოებრივი აზრის სამართავად იყენებს“, – აცხადებს სკორიკი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს თავდაცვის მინისტრმა მოლდოველი კოლეგა მიიღო
შემდეგი სტატია,,საქართველო მზად არის, გახდეს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ცენტრი”