უკრაინის მთავრობას რეკომენდაციებს მიხეილ სააკაშვილიც აძლევს

უკრაინის მთავრობაში დანიშნულ ქართველებზე გადაცემა “არჩევანში” გიორგი ვაშაძემ ისაუბრა და თქვა, რომ საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმაა მთავარი კრიტერიუმი, რისი მიხედვითაც უკრაინის მთავრობაში საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნები ინიშნებიან.

დღესვე გიორგი ვაშაძემ დაადასტურა, რომ უკრაინის მთავრობას დასანიშნ კანდიდატებზე რეკომენდაციებს მიხეილ სააკშვილიც აძლევს.

“რეკომენდაციებს იღებენ სააკაშვილისგანაც. მაგრამ ეს ადამიანები ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მუშაობდნენ და ესეც იყო ერთგვარი კრიტერიუმი შერჩევის დროს,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიპეტრო პოროშენკო – მგონია, რომ პუტინისთვის უკრაინის საკითხი ემოციურია
შემდეგი სტატია“თუ ხელისუფლება ვაზაგაშვილის საქმეს არ გამოიძიებს, მეორე რაფალიანცად ექცევათ!”