უკრაინის იუსტიციის სამინისტროში წამყვან თანამდებობებზე კიდევ სამი ქართველი იმუშავებს

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო კიდევ ოთხი ქართველით გაძლიერდება. ამის შესახებ “ლიგა.ნეტ” იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ჯაბა ებანოიძე უკრაინის სახელმწიფო სარეგისტრაციო სამსახურის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნება. ამ უწყებაში კიდევ ერთი უცხოელი – გიორგი წიკლაური იმუშავებს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა პაველ პეტრენკომ განაცხადა,
“ჯაბამ ჩვენ გუნდთან ერთად 9 თვის განმავლობაში იმუშავა, როგორც საექსპერტო ჯგუფის ხელმძღვანელმა, რომელიც უშუალოდ ამუშავებდა უკრაინის სარეგისტრაციო სამსახურის და უკრაინის სახელმწიფო-აღმასრულებელი სამსახურის რეფორმირების კონცეფციას”, – აღნიშნა პეტრენკომ.

რა შეეხება გიორგი წიკლაურს, პეტრენკოს თქმით, მას საქართველოს სარეგისტრაციო სამსახურში არც თუ ცოტახნის გამოცდილება აქვს. “ის დაგვთანხმდა, მოსულიყო ჩვენთან სამუშაოდ. ჯაბასთან ერთად დანერგავენ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენ შევათანხმებთ იუსტიციის სამინისტროს რეფორმირების კუთხით”, – განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა.
გარდა ამისა, უკრაინის სააღსრულებო სამსახურში იმუშავებს ხატია შელია, რომელიც მინისტრის ინფორმაციით, სამსახურის მმართველ თანამდებობას დაიკავებს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი გია გეწაძე უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიეს “ქართუს” საქველმოქმედო საქმიანობაა და მთავრობა მასში დამფინანსებელის სახით არ იქნება ჩართული
შემდეგი სტატიადონბასში გარდაცვლილის მამა – ამბობდა საიდუმლო ნაწილში ვარო