უკრაინის ელჩი საქართველოში თანამდებობას ტოვებს

უკრაინის ელჩი საქართველოში ვასილი ციბენკო თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა.
“გათავისუფლდეს ვასილი გრიგორევიჩ ციბენკო საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პოსტიდან”, – აღნიშნულია ბრძანება #343/201-ში.
თუ ვინ ჩაანაცვლებს ციბენკოს, ჯერ უცნობია. ვასილი ციბენკო საქართველოში უკრაინის ელჩის პოსტს 2009 წლიდან იკავებდა.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ–მინისტრმა სტიქიის მსხვერპლთა სიმბოლური მემორიალ ი მეუღლესთან ერთად ყვავილებით შეამკო
შემდეგი სტატიაროგორ «გაცოცხლდა» ვეფხვი, რომელიც ეგონათ რომ მკვდარი იყო