უკრაინის ელჩი საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში განმარტებებისთვის დაიბარეს

უკრაინის ელჩს საქართველოში საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ. ვასილი ციბენკოს საგარეო უწყებაში განმარტებების გაკეთება მიხეილ სააკაშვილის უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნასთან დაკავშირებით მოუწევს. ამავე თემაზე საქართველოს ელჩი უკრაინაში ქვეყნის შესაბამისი უწყებებიდან განმარტებების მოსმენას აპირებს.

სპეციალური პროცედურები ხვალიდან დაიწყება თუმცა, როდის მივა უკრაინის ელჩი თამარ ბერუჩაშვილის უწყებაში ეს ამ დროისთვის უცნობია.

 

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობა და ქარიშხალი აშშ-ში
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: უკრაინელი ხალხი და ეს ქვეყანა არ გვემეტება ცუდისთვის