უკრაინის გენერალურმა პროკურორმა დავით საყვარელიძე თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა

უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ვიქტორ შოკინმა პირველი მოადგილის პოსტზე დავით საყვარელიძე ოფიციალურად წარადგინა.
უკრაინული მედიის ცნობით, საყვარელიძე გენერალურ პროკურატურაში კადრებს, ევროინტეგრაციისა და უკრაინის პროკურატურის რეფორმირების საკითხებს უხელმძღვანელებს.
დავით საყვარელიძის კანდიდატურა უკრაინაში ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის პოსტზეც განიხილებოდა.
საყვარელიძე 2009-2010 წლებში თბილისის პროკურორი, ხოლო 2010-2012 წლებში მთავარი პროკურორის მოადგილე იყო.

banner
წინა სტატიაშიქუცნაშვილი: ივანიშვილმა დაადასტურა ის რასაც ჩვენ ვაპროტესტებთ
შემდეგი სტატიადავით ბერძენიშვილის შეფასებით ივანიშვილი “რესპუბლიკელებზე” კორექტულ შეფასებებს აკეთებს