“უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქართველების თავდადება”

ქაშუეთის ტაძარში უკრაინაში გარდაცვლილი ჯარისკაცის გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

სამოქალაქო პანაშვიდზე უკრაინის ელჩი ვასილი ციბენკო იმყოფებოდა. ციბენკოს თქმით, გიორგი ჯანელიძე მამაცი და დადებითი ადამიანი იყო.

“სამწუხაროდ, უკრაინაში ომი გრძელდება და რუსი სეპარატისტების მხრიდან გამუდმებით ირღვევა მინსკის შეთანხმებები, ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, გამონაკლისი არც 18 აპრილი იყო, გიორგი ჯანელიძე იყო მამაცი, დადებითი ადამიანი, ის თვლიდა, რომ უკრაინაში არამხოლოდ უკრაინის თავისუფლების, არამედ საქართველოს თავისუფლებისთვისაც იბრძოდა. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. უკრაინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ქართველების თავდადება”,-განაცხადა ციბენკომ

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ქართველი მებრძოლი გიორგი ჯანელიძე 18 აპრილს, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა. მას დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს
შემდეგი სტატიანეპალში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა ორიათასს გადააჭარბა