უკრაინელმა ჯარისკაცმა ეუთოს შეცდომით ცეცხლი გაუხსნა

ეუთოს მისია თავის ანგარიშში აცხადებს, რომ უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის ზონის მონიტორინგის დროს, მისიას უკრაინელმა ჯარისკაცმა შეცდომით ცეცხლი გაუხსნა.
ეს მოხდა 10 მაისს, ლუგანსკიდან 43 კილომეტრით მოშორებით ჩრდილოეთის მხარეს, როცა ეუთოს წარმომადგენლები საკუთარი ავტომანქანიდან გადმოდიოდნენ იმისათვის, რომ იქვე ახლოს მიმდინარე საარტილერიო სროლების დაფიქსირება მომხდარიყო… ამ დროს მათი მიმართულებით, ავტომატ კალაშნიკოვიდან 3-5 ჯერი დაცალეს ისე, რომ ტყვიებმა დამკვირვებლებს რამდენინე მეტრში ჩაუარათ.
მოგვიანებით, უკრაინული ქვეგანაოფის მეთაურმა, რომლის ჯარისკაცმაც განახორციელა გასროლა დამკვირვებლების მიმართულებით, ბოდიში მოუხადა ეუთოს წარმომადგენლებს და განაცხადა, რომ ჯარისკაცმა არ იცოდა ეუთოს მისიის იქ ყოფნის შესახებ და უცნობი პირების მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

banner
წინა სტატიაშიპოროშენკომ უკრაინული ,,ჯაველინები,, გამოცადა
შემდეგი სტატია,,მისი ფსიქიკა, ღრმად “ენჯეო”-შნიკური, ვერ თმობს პოზიციებს,,