უკრაინელმა სამხედროებმა 30 “ბოევიკი” გაანადგურეს

დღის განმავლობაში, წინასწარი მონაცემებით, ანტიტერორისტული ოპერაციების ძალებმა 30 “ბოევიკი” გაანადგურეს, დაჭრილია 69. გარდა ამისა, განადგურებულია 11 საბრძოლო ჯავშანმანქანა და ერთი ტანკი . ამის შესახებ “ლიგა.ნეტ” იუწყება.
ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში საღამოს ვითარება დაიძაბა; ტერორისტები ანტიტერორისტული ოპერაციების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ინტენსიურ სროლებს ახორციელებენ.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე კვიტაშვილი – უკრაინელი ექიმების ხელფასი პაციენტების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული
შემდეგი სტატიაირაკლი შოთაძე – იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში არის წინსვლა