უკრაინელი იპოთეკარი ერთ დღეში ტეროსრისტი გახდა

ორშაბათს 25 მაისს, უკრაინაში, ხარკოვის ოლქის ქალაქ ლუბოტინში 48 წლის მამაკაცს, რომლის ვინაობა არ სახელდება, სახლში მიაკითხა სასამართლოს აღმასრულებელმა მოწმეებთან ერთად რათა სახლი აღეწერათ და დაელუქათ… იპოთეკარმა სახლის დასალუქად მისულთაგან ორი მამაკაცი მოკლა და გაიქცა…
მოგვიანებით, მკვლელმა ქალაქგარეთ 2 ახალგაზრდა მამაკაცი და ერთი ახალგაზრდა გოგო მძევლად აიყვანა და ხელისუფლებისაგან სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ზონაში გადასვლის შესაძლებლობა მოითხოვა… თუმცა უკრაინელმა სამართალდამცავებმა მას ამის საშუალება არ მისცეს და სნაიპერმა მისი ლიკვიდაცია ისე შეშძლო, რომ მძევლები უვნებელნი დარჩნენ.
უკრაინის რადას დეპუტატის ანტონ გერაშენკოს განცხადებით, სამართალდამცავებს სხვა გზა არ ჰქონდათ, რამეთუ ტერორისტი ნერვიული აშლილობის ზღვარზე იყო და მის მოქმედებებს შესაძლებელია მძევლების სიკვდილი გამოეწვია… ,,ამიტომ სნაიპერმა მისი ლიკვადიცია მოახდინა,, წერს გერაშენკო საკუტარი ფეისბუქის გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ მთელი ეს უბედურება ტერორისტად ქცეულ მამაკაცის მშობლების მიერ ადრე აღებულ 21 ათასი დოლარის კრედიტს უკავშირდება, რომლის გარანტიადაც სახლი იყო ჩადებული.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ბევრ გამოცდას გაუძელით, გაუძლებთ მომავალშიც–თენგიზ გუნავა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია : ცხადი ხდებოდა დღითიდღე ეს ყველაფერი