უკრაინელი დეპუტატი და ტყვედჩავარდნილი პილოტი ციხეში შიმშილობს

უკრაინელი დეპუტატი და ტყვედჩავარდნილი პილოტი ციხეში შიმშილობს

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაანთავისუფლოს მფრინავი და უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც უკვე მეოთხე კვირაა შიმშილობს.

„ვადასტურებ ჩვენს ეჭვს, რომ რუსეთს ქვეყნის შიგნით ჰყავს უკრაინელი ტყვეები, მათ შორის ნადია სავჩენკო და კინოპროდიუსერი ოლეგ სენცევი“ – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენ პსაკმა.
მისი სიტყვებით, ვაშინგტონი მიესალმება ტყვეების გაცვლას, ამასთანავე აღნიშნა, რომ მიმდინარე მომენტში ასობით ადამიანი ყავს ტყვედ რუსეთის.

პსაკის კომენტარები მას შემდეგ გამოჩნდა, რაც აშშ-ს ელჩმა უკრაინაში „თვითერის“ საკუთარ გვერდზე აქტიური კომპანია დაიწყო სავჩენკოს გასათავისუფლებლად.

„ნადიას ოჯახს მასთან უნდა შობას ყოფნა“ – დაწერა მან თვითერზე ინგლისურ, უკრაინულ და რუსულ ენებზე.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ სავჩენკო აპროტესტებს იმ პირობებს, რომელშიც იმყოფება, ასევე მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაანთავისუფლონ ის და ასევე სხვა ტყვეები, რომლებიც რუსებს ყავთ აყვანილი“ – თქვა პსაკმა.

უკრაინის სამხედრო ძალების უფროსი ლეიტენანტი, მი-24-ის შტურმანი ნადეჟდა სავჩენკო სეპარატისტებმა 17 ივლისს ლუგანსკთან დაიჭირეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ სავჩენკომ ყალბი დოკუმენტებით გადალახა რუსეთის საზღვარი, რომლიც მისი დაჭერის მიზეზი გახდა.

ამასთანავე, რუსი სამართალდამცავები სავჩენკოს რუსეთის ტელეარხის „რასსია 1“-ის თანამშრომლების იგორ კარნელიუკისა და ანტონ ვოლოშინის ჩაცხრილვაში სდებენ ბრალს, რომელიც 17 ივნისს ლუგანსკთან მოხდა.
უკრაინის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა იულია ტიმოშენკომ სავჩენკოს მოუწოდა ჯანმრთელობას გაუფრთხილდეს და შიმშილობა შეწყვეტოს.

banner
წინა სტატიაშისპეციალური ტექნიკა ფასანაური-გუდაურის გზის მონაკვეთზე მუშაობს
შემდეგი სტატიანინოწმინდის რაიონში მაშველებმა თოვლიდან 100-მდე ავტომანქანა გამოიყვანეს