უკრაინა რუსეთისგან ყირიმისა და დონბასის გამო კონპენსაციას მოითხოვს

უკრაინა რუსეთისგან ყირიმისა და დონბასის გამო კონპენსაციას მოითხოვს

უკრაინა რუსეთისგან ყირიმისა და დონბასის გამო კონპენსაციას მოითხოვსუკრაინის პრემიერმა, არსენ იაცენიუკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსეთს ყირიმის და დონბასის გამო არა უმცირეს 3 ტრილიონ გრივენს (46 მილიონი დოლარი) მოსთხოვს. ამასთანავე, მან დააზუსტა, რომ თანხა საბოლოო არ არის. “რადგანაც რუსეთის აგრესია რა მთავრდება, დანაკარგის საბოლოო რაოდენობა ჯერჯერობით არ ვიცით და ევროსასამართლოზე დაზუსტდება” – განაცხადა იაცენიუკმა.
უკრაინის პრემიერმა აღნიშნა, რომ კიევი მოსკოვთან იურიდიულ ომს იწყებს და განხილული იქნება ასევე უკრაინის 3 მილიარდი ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარის მიღებაც. მან რუსეთს მოუწოდა, ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ 29 ოქტომბრამდე გასცეს დამაკმაყოფილებელი პასუხი.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნულთან დაკავშირებით გაანცხადა, რომ რუსეთის ფედერაციას აღნიშნულ კრედიტთან დაკავშირებით პოზიცია არ შეუცვლია. მან ასევე გაკვირვება გამოთქვა კომპანსაციის საკითხთან დაკავშირებით: “ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა. დონბასი – უკრაინის. რა შუაშია აქ ტრილიონები?” – თქვა მან.

banner
წინა სტატიაში2008 წელს ომში დამნაშავე პირებს უვადო ან 30 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ
შემდეგი სტატიარელიგიური ორგანიზაციები დაფინანსების კუთხით მართლმადიდებელ ეკლესიასთან გათანაბრებას ითხოვენ