უკრაინა კრედიტორებისგან დაფინანსების გაორმაგებას ითხოვს

უკრაინა კრედიტორებისგან დაფინანსების გაორმაგებას ითხოვს

უკრაინა კრედიტორებისგან დაფინანსების გაორმაგებას ითხოვსუკრაინის ფინანსთა მინისტრმა ნატალია იარესკომ საერთაშორისო კრედიტორებს 2016 წელს დაფინანსების გაორმაგება სთხოვა – ამის შესახებ The Financial Times წერს. მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოყოფილი 40 მილიარდი ქვეყნის ფინანსური სტაბილიზაციისთვის არ იქნება საკმარისი. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინამ უკვე საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ მსოფლიო დაარწმუნოს ქვეყნის შესაძლებლობებში. “ვფიქრობ, ეს საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენმა ფინანსურმა პარტნიორებმა დახმარების ხელი გამოგვიწოდონ” – მინისტრს გაზეთი ციტირებს.

მინისტრის თქმით, რუსეთს უკრაინისთვის ვალის რესტრუქტურიზაციის სპეციალური წინადადებები არ შეუთავაზებია 3 მილიარდ დოლართან დაკავშირებით. ქვეყნის პრემიერმა არსენ იაცენიუკმა რუსეთს აღნიშნულ კრედიტთან დაკავშირებით მრავალჯერ მიმართა, მაგრამ რუსეთმა განაცხადა, რომ აღნიშნული თანხა სუვერენულია და საერთო ჩამოწერის წესებს არ ექვემდებარება.

banner
წინა სტატიაშიევროკომისიის ხელმძღვანელი: რუსეთთან ურთიერთობა უნდა აღდგეს
შემდეგი სტატია2012 წელს გათავისუფლებული ახმედ ჩატაევი აშშ-მ გლობალურ ტერორისტთა სიაში შეიყვანა