უკრაინა-ევროსაბჭოს შორის ჩაშლილი უვოზო მიმოსვლა „პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება“

კრემლი საკმარის თანხებს ხარჯავს იმისთვის, რომ უკრაინის ევროპისკენ სვლა შეაჩეროს.
უკრაინის პირველი ვიცე-სპიკერი ანდრეი პარუბი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური კრემლი დაინტერესებულია უკრაინა-ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ჩაშლაში და ამ მიზნის მისაღწევად საკამრის თანხებს ხარჯავს.
„ჩვენ რუსეთის ზეწოლას უნდა გავუძლოთ, რომელიც უკრაინის ევროპისკენ სვლის შეჩერებას ან სულაც გაჩერებას ცდილობს. თუკი რიგის სამიტზე მკაფიოდ განისაზღვრება დედლაინი, რა რეფორმები უნდა გატარდეს უკრაინაში, ევროსაბჭო კი დარჩენილი პრობლემების მოგვარების შემთხვევაში უვიზო რეჟიმს შემოიღებს, ეს რაციონალურად იქნება აღქმული. თუკი სამიტზე აღნიშნული საკითხი არ წამოიჭრება, ეს ბევრისგან, ჩვენს ურთიერთობაში, აღქმული იქნება როგორც ნეგატიური ფაქტორი… საიდუმლო არ არის, რომ რუსეთი დიდ ფულს ხარჯავს იმისთვის, რომ სხვადასხვა პარტიები მოისყიდოს, მათ შორის ევროკავშირში… მიზანი ერთია – უკრაინის ევროპისკენ სწრაფვის შეჩერება “ – თქვა პირველმა სპიკერმა გუშინ „მე-5 არხთან“ ინტერვიუში.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროპელები ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ თუკი უვიზო რეჟიმის შესახებ მკაფიო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, ეს ის შედეგი იქნება, რასაც რუსეთის ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ მიაღწიოს, და „ეს პუტინისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება.“
„დარწმუნებული ვარ, რომ დღეს უკრაინისთის ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – ეს ყველა ორგანოს ერთობლივი და მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგია… ერთობლივი ძალებით ჩვენ შევძლებთ პოზიტიური შედეგის მიღწევას. დიდი იმედი მაქვს, რიგის სამიტზე განისაზღვრება პერსპექტივა და ჩვენ შევძლებთ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ამ საკითხის მოგვარებას“ – განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშიMcDonaldს-ი საკუთარი ინიციატივით კეტავს რესტორანს რუსეთში
შემდეგი სტატია„საჭიროების შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი ძალები სრულად გამოვიყენოთ“ – ნატოს სამხედრო კომიტეტის ხელმძღვანელი