უკრაინა დონბასში სამშვიდობო ჯარის განთავსებას ითხოვს

უკრაინა დონბასში სამშვიდობო ჯარის განთავსებას ითხოვს. საერთაშორისო საზოგადოებას კი ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია.

სამშვიდობო ჯარის განთავსების საკითხი უკრაინის ხელისუფლებამ მას შემდეგ დააყენა, რაც “მინსკი2”-ის შეთანხმების მიუხედავად პრორუსი სეპარატისტები ცეცხლს არ წყვეტენ და, ნატო-ს მონაცმებით, რუსული სამხედრო ტექნიკა და კონტიგენტი უფრო იზრდება.

პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბრიუსელი კიევის შეთავაზებას, ევროკავშირის სამშვიდობო კონტინგენტის აღმოსავლეთ უკრაინაში განთავსებასთან დაკავშირებით, სკეპტიკურად უყურებს.

“ჩვენ კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ მინსკის შეთანხმების კონკრეტულ რეალიზებაზე და არ უნდა განვიხილოთ სხვა შემოთავაზებები,” – განაცხადა კიევში მყოფმა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა იოჰანეს ჰანმა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს შეხვდა.

მისი თქმით, უპირველესი მიზანი უნდა გახდეს ის, რომ ეუთოს მონიტორინგის მისიამ უკრაინაში მიიღოს შესაძლებლობა, შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ჰანის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით ბოლო საათებში მიღწეულია გარკვეული წარმატებები. ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარება შეშფოთებას იწვევს.

გაერო-ს გენერალური მდივანი, პან გი მუნი დონბასში სამშვიდობო მისიის განთავსებასთან დაკავშირებით ტელეფონით უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, პავლო კლიმკინს ესაუბრა.

როგორც პან გი მუნმა აღნიშნა, მშვიდობისმყოფელების აღმოსავლეთ უკრაინაში გაგზავნის საკითხთან დაკავშირებით გაერო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილების მიხედვით იმოქმედებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანია: ბიძინა ივანიშვილი უკვე არის პრობლემა ქვეყნის
შემდეგი სტატიაევროკავშირმა და საბერძნეთმა შეთანხმებას მიაღწია