უკრაინაში საბაჟოს უფროსად ირაკლი ქათამაძე დაინიშნა

irakli qatamadzeუკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმციით, ნიკოლაევსკის საბაჟოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ირაკლი ქათამაძე დაინიშნა, რომელიც მანამდე ბიროსპოლის აეროპორტში მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმა, ნიკოლაევსკის საბაჟოს ხელმძღვანელი ალექსანდრ გორბოვი ავადმყოფობის გამო დროებით ჩამოშორდა სამსახურს.
ირაკლი ქათამაძე უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის გრიგოლ ქათამაძის შვილია. ის უკრაინაში სწვლობდა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს განათლება მიღებული. მუშაობდა უკრაინის გაეროს წარმომადგენლობაში. შემდეგ კი აეროპორტში.

გრიგოლ ქათამაძე უკრაინაში 15 წელზე მეტი მუშაობდა და 2013 წელს გადადგა უკრაინაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან.

banner
წინა სტატიაშიგამოცხადდება თუ არა საგანგებო სიტუაცია?- დავით ნარმანიას განცხადება
შემდეგი სტატია“ისევ ყალბია, ისევ ცრუობს, ბლეფშია ალასანია”- ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ალასანიაზე