უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობის დაბომბვა გრძელდება – ვიდეო

მანამ,  სანამ მინსკში მიღწეული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ძალაში შევა, უკრაინის ფრონტზე სიტუაცია დაწყნარების ნაცვლად კიდევ უფრო გამწვავდა. მიმდინარე საომარ მოქმედებებს კვლავ მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება… და რაც ყველაზე სამწუხაროა… მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვებია.

დღეს   13 თებერვალს დონეცკის ოლქის ქალაქ გორლოვკაში, დასახლებულ პუნქტ კოჩეგარკაში, კერძო სახლზე მოხვედრილი ჭურვის აფეთქების შედეგად სამი ბავშვი დაიღუპა, აქედან გოგონები 7და 11 წლის და ერთი წლის პატარა ბიჭი.

დღესვე,  ასევე დონეცკის ოლქის  ქალაქ სელიდოვის დასახლებულ  პუნქტ გორნიაკში, სეპარატისტების მხრიდან განხორციელებულ არტილერიულ დარტყმებს, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საავადმყოფოში გადაყვანილია 6 დაჭრილი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი გოგონა მძიმედაა.

გაეროს მონაცემებით, დონბასის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების  შედეგად, 2014 წლის აპრილიდან 5000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ვიდეო: დონეცკის ოლქი, დასახლებული პუნქტი გორნიაკი,  დაბომბვის შემდეგ (+18)

https://www.youtube.com/watch?v=GZF9K13sVaY#t=31

banner
წინა სტატიაშიგია თევდორაძე შოთა მურღულიას პასუხობს
შემდეგი სტატიაშვედეთის სამეფო ოჯახის ზამთრის მეჯლისზე ნოდიკო ტატიშვილი იმღერებს?