მსოფლიო ისტორიაში ეს ალბათ ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა იყო, თუ არა ერთადერთი, როდესაც ისეთი დაწესებულება, როგორიც მორგია… გაქურდეს.
უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დონეცკის ოლქის კრამატორსკის მორგიდან მძარცველებს საბედნიეროდ მიცვალებულთა გვამები არ წაუღიათ… ისინი უბრალოდ იატაკზე დაყარეს და ბორბლიანი საკაცეები, რომელიც უჟანგავი მეტალისაა და რომლებზეც გვამები ესვენა, გაიტაცეს… გატაცებულია აგრეთვე მორგის სეიფი, რომელშიც ფული რა თქმა უნდა არ იდო, მაგრამ იმდენად მძიმე იყო, რომ ჩამოტანისას მორგის კიბის საფეხურებიც დაუზიანებია…
გავრცელებული ინფორმაციით, მორგს დაცვა და სიგნალიზაცია არ ჰქონია, თუმცა ლითონზე მონადირეები უკრაინულმა პოლიციამ მალევე დააკავა.
www.timer.ge