უკრაინაში კვლავ ომია

მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედებიდან 24 საათზე ნაკლები დროა გასული და უკრაინული მედია უკვე ცეცხლის განახლების შესახებ ავრცელებს ინფორმაციებს.

სულ ცოტა ხნის წინ, უკრაინაში სეპარატისტების არტილერიამ ცეცხლი გაუხსნა ლუგანსკის ოლქის ქალაქ სჩასტიეს, სადაც ჭურვი ხალხმრავალ კაფეს მოხვდა. აფეთქების შედეგად კაფეში 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 3 მზიმედ  დაიჭრა.  კიდევ 3 გამვლელი კაფეს სიახლოვეს დაიჭრა, აცხადებს უკრაინული მედია.

სეპარატისტების მხრიდან გამოსროლილი კიდევ რამდენიმე ჭურვი, კოოპერატიულ გარაჟებს მოხვდა, რის

1422115079-3635შედეგადაც ეს გარაჟები ავტომანქანებიანად დაიწვა.  ქალაქში დაზიანებულია გათბობის სისტემები, ელექტროსადენები და წყალმომარაგება.

ამასთანავე ვრცელდება იფორმაცია, რომ სეპარატისტებმა დებალცევოში მყოფ უკრაინულ არმიაზე სატანკო იერიში დაიწყეს და იქ უკვე გააფრთებული ბრძოლები მიდის. დებალცევოში მყოფი უკრაინელი მეომრები იტყობინებიან, რომ რამდენადაც შეეძლოთ არ პასუხობდნენ მოწინააღმდეგის მიერ გახსნილ ცეცხლს, თუმცა ისინი უკვე გადაძახილის სიახლოვეს არიან მოსულები და იძულებული გახდნენ საპასუხო ცეცხლი გაეხსნათ. მეომრები აღნიშნავენ, რომ მათი ძალები საკმარისი არაა იერიშის მოსაგერიებლად და ზემდგომი ორგანოებისაგან ითხოვენ დახმარებას.

banner
წინა სტატიაშიევროპა ტერაქტების მოლოდინში… დანიაში დაიწყო
შემდეგი სტატიაისლამისტებმა ქრისტიანთა სისხლით ზღვა შეღებეს