“უკრაინაში ვიზიტზე მუშაობა მიმდინარეობს, შესაძლოა, მასში მონაწილეობა პარლამენტარებმაც მიიღონ”

საგარეო საქმეთა მინისტრის თამარ ბერუჩაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი ვინ იქნება დელეგაციაში, რომელიც უკრაინაში მაიდნის წლისთავზე უნდა გაემგაზვროს.

“ჩვენ ვმუშაობთ ამ საკითხზე, რომ საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იყოს მაღალ დონეზე. ელჩის მიერ გადმოცემულია და მიღებულია მოწვევები, უახლოეს დღეებში გაიგებთ ინფორმაცის ვინ იღებს მონაწილეობას ამ ღონისძიებაში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს საქართველოს იყოს წარმოდგენილი შესაბამის დონეზე. არ არის გამორიცხული, რომ საქართველოს პარლამენტარებმაც მიიღონ ამ ღონისძიებაში მონაწილეობა”,-განაცხადა ბერუჩაშვილმა

ცნობისთვის, უკრაინისგან საქართველოს ხელისუფლებამ 20-21 თებერვალს ღონისძიებაზე დასასწრები მოსაწვევი მიიღო, რომელიც კიევში დაღუპულ გმირთა პატივსაცემად გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“იმედი მაქვს, მოსამართლე არ იხელმძღვანელებს პოლიტიკური კონიუნქტურით”
შემდეგი სტატიაგიორგი გეგეჭკორი შესაძლოა, კიევის პოლიციის უფროსად დაინიშნოს