უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. უკრაინის პრეზიდენტმა გლოვის დღე 13 იანვარს დონეცკის ქალაქ ვოლნოვახში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა პატივსაცემად გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

პრეზიდენტის განკარგულებით, სახელმწიფო უწყებების, დაწესებულებების, საწარმოებისა და ორგანიზაციების შენობებზე დაშვებული იქნება უკრაინის სახელმწიფო დროშები.

ასევე, რეკომენდებულია, თავი შეიკავონ საკონცერტო-გასართობი ღონისძიებების ჩატარებისგან.

13 იანვარს დონეცკში მომხდარი ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – გარემოს დანაგვიანებისთვის ჯარიმა 50 ლარიდან 5 000 ლარამდე იქნება
შემდეგი სტატიადეპუტატები უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმების ამნისტიის პროექტს განიხილავენ