უკრაინაში დღეს გლოვის დღეა

უკრაინაში დღეს გლოვის დღეა. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 5 მარტი გლოვის დღედ გუშინ დონეცკის ერთ-ერთ მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნის პატივსაცემად გამოაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

“პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინის მასშტაბით 12:00 საათზე წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ დაღუპულებს. მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სახელმწიფო დაწესებულებების, ინსტიტუტების და ორგანიზაციების თავზე ეროვნული დროშები ნახევრად დაეშვება,” – წერია პოროშენკოს პრესსამსახურის განცხადებაში.

გარდა ამისა, დღეს ყველა გასართობი ღონისძიება გაუქმდება.

დონეცკის რეგიონული ადმინისტრაციის ინფორმაციით, გუშინ ზასიადკოს ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, 33 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი მეთანის გაზის აალებამ გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზის გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია
შემდეგი სტატია“შესაძლოა, განხილვები მიმდინარეობს”- დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება