უკრაინაში დაკავებული რუსი ოფიცრების ვინაობა დადგენილია

11244899_569708933168737_821456909480405565_nუკრაინული მედიის ცნობით, გუშინ ანტიტერორისტული ოპერაციის (,,ატო,,) ზონაში ბატალიონ ,,აიდარის,, მიერ დაკავებული რუსი ოფიცრების ვინაობა დადგინდა… ამის შესახებ უკრაინულ მედიას დაკავებული ოფიცრების ექიმმა განუცხადა.

როგორც გაირკვა, რუსი ოფოცრები დაკავებამდე დაჭრილები იყვნენ და ისინი ,,აიდარის,, მედსამსახურში მომუშავე ლუგანსკელ ქირურგთან გრიგორი მაქსიმეცთან მოხვდნენ, რომელმაც მათ ოპერაციები ჩაუტარა…

11269490_569709356502028_5322742744009740003_nმაქსიმეცის განცხადებით, დაჭრილი რუსი მებრძოლები ტოლიატში ბაზირებული სპეცდანიშნულების ბატალიონის ოფიცრები ალექსანდრ ალექსანდროვი და ევგენი ეროვეევია.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა ,,სპეცნაზმა,, ლუგანსკიდან დასახლებულ პუნქტ სჩასტიაზე მიიტანა იერიში… რუსი ოფიცრების განმარტებით, ბრძოლების გარკვეული პერიოდის შემდეგ მეთაურმა მათ უთხრა, რომ ,,აიდარმა,, დატოვა სჩასტია და იქ მდებარე თბოსადგური, რითაც ისინი შეცდომაში შეიყვანა… მათ მოუნდათ დარწმუნებულიყვნენ, რომ ,,აიდარი,, მართლა გავიდა სჩასტიადან, რასაც მათი ტყვედ ჩავარდნა მოჰყვა.

ტყვედ ჩავარდნილმა რუსული რეგულარული არმიის ოფიცრებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს ის ტყუილი, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, 2014 წელს მსოფლიოს გასაგონად განაცხადა ,,გეუბნებით თქვენ პირდაპირ და გარკვეულად: რუსეთის ჯარები უკრაინაში არ არიან!,,

გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინიდან რუსეთში გატაცებულ, უკრაინელ მფრინავ ქალს ნადეჟდა სავჩენკოს განთავისუფლებას რუსეთი არ აპირებს, არაა გამორიცხული, რომ უკრაინამ რუსეთს რუსი ოფიცრების სავჩენკოზე გაცვლა შესთავაზოს.

 

 

banner
წინა სტატიაშიჯონ ტეფტისა და ვიქტორია ნულანდის მოსკოვური სელფი
შემდეგი სტატიაშიდსით გარდაცვლილთა ხსოვნის საერთაშორისო დღე ზუგდიდში