უკრაინაში ,,გრუს,, ოფიცრები ქართულმა ,,სპეცნაზმა,, აიყვანა…?

maxresdefaultდონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სახალხო ლაშქრის გენშტაბის უფროსის მოადგილის ედუარდ ბასურინის განცხადებით, 16 მაისს ლუგანსკთან ახლოს დასახლებულ პუქტ სჩასტიასთან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამმართველოს ,,სპეცნაზის,, ოფიცრები არა ბატალიონ ,,აიდარის,, წევრებმა, არამედ ქართულმა სპეცნაზმა აიყვანა…

,,მთელი ეს დაბნეულობას კიევისა, რომ ლუგანსკელი მილიციელები (ასე უწოდებენ დაკავებულ რუს ოფიცრებს – რედ.) ვითომდა ხან 92 ბრიგადის მებრძოლებმა, ხან ,,აიდარის,, დამსჯელებმა, ხან კი უკრაინის უშიშროების წარმომადგენლებმა აიყვანეს, ემსახურება იმ აზრს, რომ დამალონ სინამდვილე… რაც ჩვენი დაზვერვის მონაცემებით ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ იმ დროს, იმ ადგილზე ქართული სპეციალური დანიშნულების რაზმის დივერსიული ჯგუფი იმყოფებოდა,, აცხადებს ბასურინი. ბასურინის განცხადებით, დონეცკში კარგად იციან, რომ ქართველთა საბაზო ბანაკი გვარდიის სასწავლო ცენტრის საფარქვეშ, სევეროდონეცკში იმყოფება და იქ ხშირად ჩადის მიხეილ სააკაშვილი.

,,ქართველმა ,,სპეცებმა,, იციან, რომ ჩვენ დონეცკელები მათზე ვნადირობთ, ამიტომ უპირატესობას ანიჭებენ ლუგანსკში იმოქმედონ. მათი ლუგანსკში ყოფნის შესახებ იცოდა მხოლოდ უკრაინის უშიშროებამ და არ იცოდნენ არც ,,აიდარელებმა,, და არც 92 ბრიგადის მებრძოლებმა, ამიტომ როდესაც ლუგანსკელი მილიციელები (ტყვედ ჩავარდნილები რედ.) ქართველთა ხაფანგში მოხვდნენ და ატყდა სროლა, 92 ბრიგადამ მათი მიმართულებით ნაღმტყორცნებიდან ცეცხლი გახსნეს… 92 ბრიგადის დაზვერვის ჯგუფი კი, რომელიც შეტაკების ადგილისკენ გაემართა, როგორც ქართველთა ასევე ლუგანსკელთა ჯვარედინი ცეცხლის ქვეშ მოხვდა, რის შედეგადაც მათი 2 მებრძოლი დაიღუპა და 3 დაჭირა… ის მიზეზი, რომ 92 ბრიგადის ერთერთი მებრძოლი ,,ვალ,,ის ტიპის უხმო შაშხანის ტყვიითაა მოკლული, სწორედ ქართული ჯგუფი იყო შეიარაღებულო ამ იარაღით… და ის ზღაპარი, რომ ეს შაშხანა მხოლოდ რუსებს აქვთ, მხოლოდ მიამიტ უკრაინელებსა და დასავლელებს დავუტოვოთ მოსასმენად,, აცხადებს ბასურინი.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიდაბა ჯვარში აფეთქებას დევნილის სიცოცხლე შეეწირა
შემდეგი სტატიანატოს კოალიცია ,,ისლამურ სახელმწიფოზე,, თვალებს ხუჭავს