უკრაინამ აშშ-სგან საველე ჰოსპიტალი მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან საველე ჰოსპიტალი მიიღო

უკრაინამ აშშ-სგან საველე ჰოსპიტალი მიიღოუკრაინამ აშშ-სგან სამხედრო ჰოსპიტალი მიიღო, რომელის ღირებულება 7,6 მილიონი დოლარია. როგორც ამერიკის საელჩომ კიევში განაცხადა, ჰოსტიპალი უკრაინელ სამხედროებს უკვე გადაეცათ. ჰოსპიტალი გათვლილია 30 ექიმზე და ერთდროულად შესაძლებელია სამედიცინო დახმარება 3 ათას ადამიანს გაეწიოს.

სამედიცინო მხარდაჭერა გათვლილია ისეთი რაიონებისათვის, სადაც აუცილებელია პირველადი დახმარება. ჰოსპიტალის აწყობა 24 საათში ხდება და 10 დღის მარაგი აქვს.
ამერიკულმა მხარემ 10 დღიანი სამედიცინო კურსებზე მომზადება გამოაცხადა უკრაინელი მედიკოსებისთვის, რომ ჰოსპიტალის ეფექტური გამოყენება მოხდეს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ჭანტურიას დღეს 56 წელი შეუსრულდებოდა
შემდეგი სტატიამთვრალმა სამხედროებმა ქუჩაში ბეტეერით გაისეირნეს