უილიამ ლაჰიუ – ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრი სამხედრო კუთხით საფრთხეს არ წარმოადგენს

ნატო-საქართველოს ერთობლივი საწვრთნელი ცენტრი არ წარმოადგენს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა, უილიამ ლაჰიუმ განაცხადა. მისი თქმით, ნატო წარმოიდგენს ამ ცენტრს, როგორც ორგანიზაციას, რომლის მიზანიც საქართველოს მხარდაჭერაა.
“ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ჩვენ წარმოვიდგენთ ამ ცენტრს, როგორც ორგანიზაციას, რომლის მიზანიც არის საქართველოსთვის მხარდაჭერა. ორგანიზაციის ადგილმდებარეობა იქნება ქართულ სამხედრო ბაზაზე. ნატო-ს რამდენიმე ოფიცერი იქნება ამ ბაზაზე, მაგრამ ისინი ერთობლივად იმუშავებენ ქართველ კოლეგებთან ერთად, ამიტომ ეს არ წარმოადგენს სამხედრო კუთხიდან დანახულ საფრთხეს”, – განაცხადა ლაჰიუმ.
ეს განცხადებები საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ნატო-ს შემფასებელთა მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიდაამტკიცებს თუ არა საკრებულო ნარმანიას წარდგენილ კანდიდატებს მერიის თანამდებობებზე
შემდეგი სტატიაპერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა სამი უწყება დააჯარიმა