უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!„თაიმერი“ აგრძელებს ციხიდან გამოგზავნილი წერილების გამოქვეყნებას. ამ წერილების ავტორია, ექიმი, პატიმარი ჯიმშერ ჩაჩიბაია. ჯიმშერ ჩაჩიბაიას და მისი შვილის, ბავშვობიდან დიაბეტით დაავადებული, მეორე ჯგუფის ინვალიდის დაკავების ისტორიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ, დასაწყისისთვის კი ვიტყვით რომ მამა-შვილს 30 და 32 წლით პატიმრობა აქვთ მისჯილი და მიუხედავად იმისა, რომ მათი სისხლის სამართლის საქმე გაჯერებულია ყალბი „დოკუმენტებით“, ყალბი „მტკიცებულებებით“, დადასტურებულია მათი ცემისა და წამების ფაქტები და მიუხედავად იმისა, ისინი სამართალს დიდი ხანია (ჯერ კიდევ სააკაშვილის რეჟიმის დროს) ითხოვენ, არსაიდან ხმა არ ისმის, თითქოს ეს ორი ადამიანი საერთოდ არ არსებობდეს.
„რეზო ნადოიმ გაასამართლა პოლიტიკური პატიმრები ჯუმბერ თამშავაძე, სიმონ წურიაშვილი. ნადოის ერთგული ჯალათობა დააფასა ივანიშვილი-ღარიბაშვილის ხელისუფლებამ, ის გადაიყვანეს მთავარ პროკურატურაში, სადაც მან ჩააფლავა ლევან ჩაჩუას მიმართ წარმოებული (შეთითხნილი) საქმე, რის შემდეგაც ჯალათი მოისროლეს ჩუღურეთის პროკურატურაში.

სააკაშვილის შექმნილ სააპელაციო სასამართლოში, არც ერთი შეთითხნილი განაჩენი არ გაუქმებულა და ეს არ არის გასაკვირი, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე არის სააკაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ვალერი ცერცვაძე. კოტე კუბლაშვილის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სააკაშვილი-ადეიშვილი-კუბკლაშვილების დირექტივებს ასრულებს ცერცვაძე, რომელიც ყველა უკანონო ხერხით ეწინააღმდეგება ბელადთა მსხვერპლების განაჩენების გადასინჯვას.
2011 წელს ვალერი ცერცვაძემ რუსულ-ქართულ თარჯიმნებად დაგვინიშნა ინჟინერ-ჰიდროგეოლოგი იგორ მაისურაძე, რომელმაც დაამთავრა ნოვოჩერკასკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი. ასევე დაგვინიშნეს თარჯიმნად აკადემიური და საესტრადო ანსამბლების მომღერალი მარია კირვალიძე (შახნაზაროვა), რომელმაც დაამთავრა ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური ტექნიკუმი.

2014 წელს ჩვენს ადმინისტრაციულ სარჩელზე რუსულ-ქართულ თარჯიმნად ცერცვაძემ დანიშნა ლევან ჯიქია, რომელმაც დაამთავრა სამთვიანი რუსული ენის კურსები „მეხსიერების შესწავლის“ ცენტრში. რა კავშირი აქვს ამ „ცენტრს“ რუსულ-ქართული ენების თარჯიმნის განათლებასთან იცის მხოლოდ ცერცვაძემ. ჩვენ მივმართეთ შუამდგომლობით ასეთი თარჯიმნის აცილებაზე, თუმცა ცერცვაძის მსახურმა მკვლელმა-მოსამართლემ დუგლაძემ და მისმა ბანდამ, ქუთათელაძემ და ლომიძემ, აცილება არ დააკმაყოფილეს.
2014 წელს ამ მოსამართლეებმა გამოგვიგზავნეს თავის შეთითხნილი განჩინების რუსული თარგმანი, რომელიც შეასრულა თამარ ციციშვილმა, მან დაამთავრა 6 თვიანი რუსული ენის სწავლების კურსი „უცხოური ენების სწავლების ცენტრში“, თარჯიმნის განხრით. ჩვენ მივმართეთ ცენტრს ციციშვილის ლიცენზიის თაობაზე. აღმოჩნდა, რომ ციციშვილის სერთიფიკატში მითითებულ მისამართზე, ცენტრი არ არსებობს, ანუ 2004 წელს გაცემული სერთიფიკატი აღმოჩნდა ყალბი! რომ კითხო ნაციონალებს, სააკაშვილმა დახურა არა ერთი ასეთი „ლევი“ ინსტიტუტი და სასწავლო ცენტრი. ცერცვაძის ბრძანებით მკვლელი-მოსამართლეები უარს ეუბნებიან პატიმრებს განჩინების თარგმნაზე თუ არ იყო ზეპირი მოსმენა, ანუ ცერცვაძე და მისი მოსამართლეები ჩადიან დანაშაულს, რომელიც ისჯება სსსკ 142-ე მუხლით „დისკრიმინაცია ენობრივი ნიშნით“.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!
ცერცვაძემ სააპელაციო სასამართლოს „რასტრელნი ტროიკაში“ გააერთიანა რჩეული ჯალათები: ჩემია, ლომთათიძე, ხოლოაშვილი. ჩემიამ გაასამართლა 10 პოლიტპატიმარი: ძირკვაძე, ტატიშვილი, მაისურაძე, ჟვანია, ქუცნაშვილი, ნარსია და ასე შემდეგ. მზია ლომთათიძემ გაასამართლა ხუთი პოლიტპატიმარი: ჯემალ ლეონიძე, აკაკი დარსალია, გურამ ჟორდანია, გიორგი გაბედავა, თორნიკე მოლაშვილი. ამ „რასტრელნი ტროიკამ“ დაგვიტოვა ძალაში ცერცვაძის განაჩენი და პროკურორ ხარებავას შეთითხნილი ბრალი. ლომთათიძემ, რომელსაც თავი მოაქვს ძალიან ჭკვიანად, განაჩენში „დაასაბუთა“ თავისი ბოდვა…
უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა ჩამოაყალიბა თავისი „რასტრელნი ტროიკები“, ერთი მათგანი 2012 წელს შესდგებოდა მაია ოშხერელის, პაატა სილაგაძის და გიორგი შავლიაშვილისაგან.

წულუკიანის, ბესელიას, ხარებაშვილის ე.წ. „სამართლიანი სასამართლოს“ მკვლელი მოსამართლეები ცინიკურად ეუბნებიან თავის მსხვერპლებს: შენი სიმართლე არ დაიკარგება და თვალის დახამხამების გარეშე უსჯიან უსახლკარო, ყრუმუნჯ გოგონას ინვალიდ მამას, დავითაშვილს 17 წელს და რაოდენ არ უნდა გაგიკვირდეთ განაჩენში მას მხოლოდ მისჯილი სასჯელი და მუხლები აქვს მითითებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში თამარ ონიანი არ ითხოვს პატიმრების პირად საქმეს გამოგონილი მიზეზით, რომ არ ღებულობს სარჩელებს განსახილველად, ინგა კვაჭანტირაძე მოსარჩელეს შესაგებელის გასაცნობად ატყობინებს მხოლოდ სასამართლო სხდომაზე, ნათია არდაზაშვილი არაფრად აგდებს მოსარჩელეს ხელმოწერის გაყალბებას, ხოლო ნინო შარაძე მუშაობდა ტყეშელაშვილ-ადეიშვილის იუსტიციის სამინისტროში.
უზენაესში კოტე კუბლაშვილმა შექმნა დანაშაულებრივი დაჯგუფება მურუსიზე, ვაჩაძე და სხირტლაძის შემადგენლობით. მათ მიიღეს განხილვაში ჩვენი სარჩელები, 6 თვეზე მეტი გააჭიანურეს განჩინების გამოტანა, ჩემი 300 ლარიანი ბიუჯეტიდან ამ მათხოვრებმა მოტეხეს 90 ლარი….
ლევან მურუსიძემ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი სულხან მოლაშვილს, სააკაშვილის პირად პატიმარს, მოუხსნა მუხლები გირგვლიანის მკვლელებს და არ მიიღო ქალბატონი ირინას სარჩელი, მურუსიძის დადგენილი ორივე განაჩენი ევროპულმა სასამართლომ უკანონოდ აღიარა. მურუსიძეს უნდოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა, მას იმედი აქვს რომ ემიგრაციიდან მალე დაბრუნდება ადეიშვილი და უზენაეს სასამართლოს ისევ უხელმძღვანელებს კუბლაშვილი. მურუსიძის გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა უნდოდა მთავარი პროკურატურის საპროკურორო საქმიანობის კონტროლისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსს მადონა ღიბრაძეს, რომელიც ყველა ხერხით ეწინააღმდეგებოდა ჯალათი პროკურორების, მკვლელი-მოსამართლეების და ბანდიტი პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულობების გამოძიებას.
ქონების წართმევის მიზნით სააკაშვილმა-ადეიშვილმა-კუბლაშვილმა სამოქალაქო საქმეთა მოსამართლეებად დასვეს თავისი ერთგული მსახურები, რომლებიც დღესაც აგრძელებენ მუშაობას: თბილისის საქალაქო სასამართლოში ვალერი კაკაბაძე, თამაზ ურთმელიზე, ასმათ კოხრეიძე. სააპელაციოში სამოქალაქო საქმეთა პალატაში თამარ ზამბახიზე, ქეთევან კუჭავა, თინათინ ეცედაშვილი, ნათია გუჯაბიძე, ნატალია ნაზღაიძე, ქეთევან მესხიშვილი…

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა პატიმარს 90 ლარი მოპარეს?!

თბილისის საქალაქო სასამართლოში სარდაფის ფუქსებში ანტისანიტარიაა, ნესტი, სიბნელე, წვეთავს წყალი, ჩემონგრეულია კედლები, ჭერი. ფუქსებს შორის დაბორიალობენ ბომჟები, რომელთაც იქვე სძინავთ. რემბოსავით შავ სათვალეებში, ჯავშანჟილეტებით, ღიპზე ავტომატგადაკიდებული გაურკვეველი ტიპები დასდევენ მოსამართლეებს და თქვენ წარმოიდგინეთ ზოგს ეარშიყებიან კიდეც, რითაც დაშინებული ქალბატონი მოსამართლეები კედელ-კედელ მიიპარებიან კაბინეტისაკენ. მანდატურები მალავენ თვალებს, სპეცრაზმი იკეტება სარდაფში და ეთამაშებიან ერთმანეთს ომობანას ინტერნეტში, სმარტფონებით.
ჩვენ მივმართეთ მთავარ პროკურატუას, იუსტიციის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს საჩივრებით ცერცვაძის, ჩემიას, ლომთათიძის, ხოლოაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე. მთავარი პროკურატურა საერთოდ არ პასუხობს ჩვენს 100-ზე მეტ საჩივარს, წულუკიანმა მიიღო ჩვენი 20 გვერდიანი ორ-ორი განცხადება, ბესელიამ განხილვის ნაცვლად საჩივარი მთავარ პროკურატურას გადაუგზავნა, უსუფაშვილმა საჩივრებს რა უქნა არავინ იცის, მას როგორც ჩანს არც აინტერესებს რას ვწერდით…
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა მურუსიძემ თავხედურად განაცხადა რომ 2014 წელს საბჭოში შევიდა 300 საჩივარი მოსამართლეების წინააღმდეგ და რომ ყველა არის უსაფუძვლო. 2011-2014 წლებში ჩვენ მივმართეთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს 14 საჩივრით მოსამართლეების ცერცვაძის, ჩემიას, ლომთათიძის, ხოლოაშვილის, ონიანის დისციპლინარულ დევნაზე. მურუსიძემ მოგვწერა რომ ჩვენი საჩივრების ნაწილზე დისციპლინარული დევნა არის შეწყვეტილი, ნაწილის პასუხი კი დღემდე არ მიგვიღია.
2011 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოშუი ცერცვაძეს ყავდა თანამშრომლები ალბუტაშვილი და თავთეთრიშვილი, რომლებიც სხდომის ოქმებს აყალბებდნენ. 2013 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეს ონიანს ყავდა თანამშრომლები წურწუმია და ჩუბინიძე, ხოლო მოსამართლე კვანტრიძეს – გახელიძე, რომლებიც ასევე გაყალბებებით იყვნენ დაკავებულები…
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ ნინო შარაძე ახალი ვადით დანიშნეს 2013 წელს. ივანიშვილმა და ხარებაშვილმა დანიშნეს ტყეშელაშვილ-ადეიშვილის იუსტიციის სამინისტროს ჯალათი… არავითარი განსხვავება სააკაშვილ-ადეიშვილ-კუბლაშვილების და ივანიშვილ-ხარებაშვილის მკვლელ მოსამართლეებს შორის არ არის, ან როგორ უნდა იყოს როცა ერთი და იგივენი არიან?!

banner
წინა სტატიაშითბილისის სასწავლო უნივერსიტეტმა კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია
შემდეგი სტატიაალიასკა იწვის