უზენაესი სასამართლოს მომავალი თავმჯდომარე თუ წულუკიანის კაპრიზებს უნდა დაექვემდებაროს, რღვევა გარდაუვალია”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კოტე კუბლაშვილის შემცვლელზე საუბრობს. ჭიაბერაშვილი ფიქრობს, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არ უნდა იყოს პოლიტიკური წარსულის მქონე პირი და არ უნდა ექვემდებარებოდეს რომელიმე პოლიტიკურ ძალას.

“გამუდმებით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შესახებ მთავრობის პოზიციას თეა წულუკიანი ახმოვანებდა. ის თვლის, რომ მის კაპრიზებს უნდა ექვემდებარებოდეს თავმჯდომარე, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული სასამართლო სისტემაში დაიწყება რღვევის პროცესი, რაც უკვე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურაში დაწყებულია,”- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ნუ დავიყვანთ საკითხს იქამდე, თუ ვინ დანიშნავს პროკურორს
შემდეგი სტატიასაატესტაციო და ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაერთიანდეს?